2018 წლის ზაფხულში, თბილისის ისტორიულ შუაგულში არსებული სასტუმრო ტიფლის პალასი და ტიფლის ვერანდა, 3 თვიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ, ტურისტულ სეზონს განახლებული დაუბრუნდა.
სასტუმრო განახლებული ინტერიერი წარმოადგენს მშვიდი ფერების, სისადავის, თანამედროვეობისა და ამავდროულად მდიდრული და ორიენტალური სტილის იდეალურ სინთეზს.
"ტიფლის პალასში" სულ წარმოდგენილია 43 ოთახი. შეიცვალა და კიდევ უფრო დაიხვეწა ოთახების დიზაინი რაც ჩვენი სტუმრების, უფრო მეტი კომფორსა და მყუდროებას უზრუნველყოფს.
ოთახში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეკორაციაა, ლამაზ ჩარჩოში მოთავსებული, უნიკალური ქართული ანბანის ასოები, რომლებიც სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, და ყველა სტუმრისთვის თვალსაჩინოს ხდის, ქართული დამწერლობის მნიშვნელობასა და უნიკალურობას. ამასთანავე, აღნიშნულმა სურათებმა ძალიან გაალამაზა და გამორჩეული ხასიათი შესძინა ჩვენს ოთახებს.
სტუმრებისთვის მეტი კონფორტის შესაქმნელად, სპეციალურად "ტიფლი პალასისთვის" დამზადდა უმაღლესი ხარისხის საწოლები, ასევე უმაღლესი ხარისხის ლეიბებით და რაც მთავარია, გვაქვს ბალიშების მრავალფეროვანი მენიუ, საიდანაც ყველა სტუმარს ეძლევა საშუალება შეარჩიოს და მოითხოვოს, მისი კომფორტისა და ჯანმრთელობისათვის შესაბამისი ბალიში.
სტუმრები ისარგებლებენ 24 საათიანი რუმ-სერვისით.
ეს ყველაფერი განაპირობებს საუკეთესო და ყველაზე კომფორტულ დასვენებას ჩვენი სტუმრებისთვის.
"ტიფლის პალასში" წარმოდგენილია, 110 ადამიანზე გათვილი საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზი და შეხვედრების ოთახი, 10-მდე ადამიანისათვის.
უგემრიელესი და მრავალფეროვანი მენიუები ლანჩისა და ყავის შესვენებებისათვის.
ყველა ამ მომსახურებიდან გამომდინარე, "ტიფლის პალასი" წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს, როგორც ბიზნესმენებისათვის, ასევე ინდივიდუალური მოგზაურებისათვის.
"ტიფლის ვერანდის " განახლებული ინტერიერის მცირე დეტალებშიც გახლავთ წარმოდგენილი თბილისის ისტორია და მისი სომბოლოები.
სამზარეულოს კუთხითაც გვაქვს სასიამოვნო სიახლეები.
თურქეთიდან სპეციალურად მოწვეული შეფ-მზარეული და კონდიტერი უამრავ გემრიელ სიახლეს შესთავაზებენ ჩვენს სტუმრებს.
მრავალფეროვანი, საერთაშორისო სამზარეულოს კერძებს წარმოადგენს ჩვენი შეფ მზარეული, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანის სრულად დააკმაყოფილებს. კონდიტერი კი, გაგვახარებს გამორჩეული გემოსა და ვიზუალის დესერტებით, რომელსაც ანალოგი არ ეყოლება, მთელს თბილისში.
გურმანებს დიდი სიამოვნება ელით ჩვენთან!
რაც მთავარია, "ტიფლის ვერანდა "საუკეთესო ადგილია, როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, ბიზნეს ლანჩისა, ვახშმისთვის, ასევე მეგობრებთან სასიამოვნო დროის გატარებისთვის, უცხოელი სტუმრების გამასპინწლებისა და მათი სასიამოვნოდ გაკვირვებისა და აღფრთოვანებისათვის.
ჩვენი საზაფხულო ტერასებით ტკბობა ვისაც გამოცდილი აქვს, კარგად იცის რომ აქ დროის გატარება დიდი სიამოვნებაა, მით უფრო რომ, ულამაზეს ხედებთან ერთად, კულინარიული შედევრების დაგემოვნებაც შესაძლებელია.
დარწმუნებული ვართ, ზაფხულის სეზონისთვის ჩვენი გამაგრილებელი სასმელებიც, როგორებიცაა, ადგილზე დამზადებული მრავალფეროვანი ლიმონათები და მილქშეიკები თუ ცივი ყავის ნაირსახეობა დიდი პოპულარობით ისარგებლებს.